2011-08-05
ბრძანება №:1384/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და რეგისტრაციის გავლის შესახებ

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და რეგისტრაციის გავლის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №45/2010 დადგენილებით დამტკიცებული "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ” მე-2 მუხლისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2011 წლის 3 აგვისტოს №20655/02; 4 აგვისტოს №20832/02 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2010-2011 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის ვადები შემდეგი სახით:

ა)    ადმინისტრაციული რეგისტრაცია
  8 – 16 აგვისტო;
ბ)    სააუდიტორიო მეცადინეობები  –  8 აგვისტო
20 სექტემბერი.

2.    მიეცეთ ზაფხულის დამატებითი სემესტრში თვითდაფინანსებით სწავლის გაგრძელებისა და რეგისტრაციის გავლის უფლება შემდეგ სტუდენტებს (დანართი№1).
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი                                           ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება