2019-05-23
ბრძანება №:110/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ



"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,  ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011    წლის    16    მაისის    N80/02-01    ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1. ირმა გრძელიძე - საკონკურსი კომისიის თავმჯდომარე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
2.  ნინო ქიმერიძე - საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასების განყოფილების უფროსი;
3. თეა  სიფრაშვილი  -  საკონკურსო  კომისიის  წევრი  -  ხარისხის უზრუნველყოფის ინსტიტუციური განვითარებისა და ავტორიზაციის განყოფილების უფროსი;
4.   მანანა მელიქიშვილი - საკონკურსო კომისიის წევრი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
5.   თეა წითლანაძე - საკონკურსო კომისიის წევრი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
6.   რუსუდან   სეთურიძე   -   საკონკურსო   კომისიის   წევრი   -   სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.
7.   ნინო  მარუაშვილი  -  საკონკურსო  კომისიის  მდივანი  -  პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

2.  დაევალოს საკონკურსო კომისიას აპლიკანტების შერჩევა  სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე და ინდენტიფიცირებულ კანდიდატებთან შესარჩევი ზეპირი გასაუბრება.
3.  დაევალოს საკონკურსო კომისიას, დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2019 წლის 16 ივნისისა.
4.  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტი,     ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ფსიქოლოგიისა და განათლების      მეცნიერებათა ფაკულტეტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, იურიდიულ დეპარტამენტი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი             ნუნუ ოვსიანიკოვა 

« უკან დაბრუნება