2017-09-19
ბრძანება №:185/01-01

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 8 ივნისის №108/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 8 ივნისის №108/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 19 სექტემბრის №15807/31-02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  2017 წლის 19 სექტემბრის №15846/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 19 სექტემბრის №15830/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 19 სექტემბრის №15826/26 წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 8 ივნისის №108/01-01 ბრძანებაში:
 
ა) ბრძანების №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სადოქტორო პროგრამების დასახელება

ვაკანტური ადგილების რაოდენობა

1.

ფილოლოგია

 

1.1.

ქართველური ენათმეცნიერება

1

1.2.

ქართული ლიტერატურის ისტორია

10

1.3.

ლიტერატურული ურთიერთობები

1

1.4.

ფოლკლორისტიკა

2

1.5.

კლასიკური ფილოლოგია, ძველაღმოსავლური ფილოლოგია

2

1.6.

ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია

1

1.7.

ინგლისური ფილოლოგია

13

1.8.

რომანული ფილოლოგია (ფრანგული, ესპანური, იტალიური)

3

1.9.

სლავური ფილოლოგია

2

1.10.

არაბული ფილოლოგია

2

1.11.

ირანული ფილოლოგია

2

1.12.

თარგმანმცოდნეობა

2

1.13.

თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება

4

2.

ისტორია

 

2.1.

მახლობელი აღმოსავლეთის ისტორია

3

2.2.

ძველი მსოფლიოს ისტორია

2

2.3.

ახალი და უახლესი ისტორია

6

2.4.

შუა საუკუნეების ისტორია

1

3.

ხელოვნებათმცოდნეობა

8

4.

ამერიკისმცოდნეობა

3

5.

რუსეთისმცოდნეობა

1

6.

ანთროპოლოგია

5

7.

კულტურის კვლევები

6

8.

ფილოსოფია

2

9.

არქეოლოგია-პალეოანთროპოლოგია

3

ბ) ბრძანების №3 დანართის მე-2,  მე-4,  და მე-7  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.ა.) " 2. კონფლიქტების ანალიზი და მართვა – 6.”,
ბ.ბ.) " 4. მასობრივი კომუნიკაცია – 1.”;
ბ.გ.) " 7. სოციოლოგია – 1. “.

გ) ბრძანების №5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სადოქტორო პროგრამების დასახელება

ვაკანტური ადგილების რაოდენობა

1.        

სამართალი

55

2.        

საერთაშორისო სამართალი

8










დ) ბრძანების №7 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სადოქტორო პროგრამების დასახელება

ვაკანტური ადგილების რაოდენობა

1.        

გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია

4

2.        

განათლების მეცნიერებები

12

3.        

შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია

2

4.        

პოზიტიური ფსიქოლოგია - ემპირიულიკვლევები

6


















2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი       გიორგი შარვაშიძე





« უკან დაბრუნება