2016-03-23
ბრძანება №:37/01-01
2016-2017 სასწავლო წლისათვის თსუ-ს ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2016-2017 სასწავლო წლისათვის თსუ-ს ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავას წერილის (11596/02; 22.03.16) საფუძველზე
ვბრძანებ:
1.
ჩატარდეს კონკურსი 2016-2017 სასწავლო წლისათვის თსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი ინგლისურენოვანი ერთსემესტრიანი საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) და პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ჩინეთი) მიერ გამოყოფილ საბაკალავრო გაცვლით პროგრამაზე კანდიდატთა შესარჩევად.
2.
კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 24-25 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ოთახი №204 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3).
3. დამტკიცდეს სტიპენდიატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)
კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე თევზაძე (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ბ)
კომისიის წევრი ლელა ჯამაგიძე (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი);
გ)
კომისიის წევრი დემეტრე ეგნატაშვილი (თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, მოწვეული ლექტორი);
დ)
კომისიის წევრი მანანა გელაშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი);
ე) კომისიის წევრი ევგენი სლონიმეროვი (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი);
ვ) კომისიის წევრი იზაბელა პეტრიაშვილი (თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი);
ზ) კომისიის წევრი მარიო შიუტცე (ერთობლივი სამაგისტო პროგრამის LL. M. zu Köln კოორდინატორი);
თ) კომისიის წევრი ია იაშვილი (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი).
4.
დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი - ლელა კაცაძე.
5.
დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1); კომისიის წევრთა მუშაობის გრაფიკი (დანართი №2); კონკურსანტთა გასაუბრების განრიგი (დანართი №3).
6.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა