2019-04-10
ბრძანება №:85/01-01

2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კა’ფოსკარის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთის ევროკომისიის  მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კა’ფოსკარის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (6421/10; 10.04.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს   კონკურსი   2019/2020   სასწავლო   წლის   შემოდგომის   სემესტისთვის ევროკომისიის მიერ     დაფინანსებული     ერაზმუს+     პროგრამის     ფარგლებში პარტნიორი კა’ფოსკარის    უნივერსიტეტის    მიერ    თსუ    სამივე    საფეხურის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 15 აპრილს, 11:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვახტანგ ლიჩელი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ნათელა ნემსაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ირინა    გველესიანი,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.






რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                  ალექსანდრე ცისკარიძე

« უკან დაბრუნება