2011-11-15
ბრძანება №:2260/01-04

"სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკადემიურ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ" სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 30 სექტემბრის №1738/01-04 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ

"სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკადემიურ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ" სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 30 სექტემბრის №1738/01-04 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ

    2011 წლის 30 სექტემბერს გამოიცა უნივერსიტეტის რექტორის "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკადემიურ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ" 1738/01-04 ბრძანება, რომლის თანახმადაც გიორგი გურეშიძე და ნათია ცაგარეიშვილი ჩარიცხულ იქნენ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოირკვა შემდეგი:
    გიორგი გურეშიძესა და ნათია ცაგარეიშვილს არ გამოუვლენიათ ნება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების თაობაზე, შესაბამისად არ მოუმართავთ ხელშეკრულების გასაფორმებლად და არ წარმოუდგენიათ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2011 წლის 18 თებერვლის 19/ნ ბრძანების 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, აბიტურიენტის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
     ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან რექტორის 2011 წლის 30 სექტემბრის "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკადემიურ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ"  №1738/01-04 ბრძანების გამოცემისას არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული გარემოებები და გიორგი გურეშიძე და ნათია ცაგარეიშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უსაფუძვლოდ ჩაირიცხნენ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, აღნიშნული ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გიორგი გურეშიძესა და ნათია ცაგარეიშვილის ნაწილში.
     აღნიშნულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, მე-601 მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის, მე-3 ნაწილის, მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის"   მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. ბათილად იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 30 სექტემბრის "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკადემიურ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ" №1738/01-04 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №3 545-ე ნომრად მითითებულ გიორგი გურეშიძესა (სახელმწიფო დაფინანსება – 70%) და 633-ე ნომრად მითითებულ ნათია ცაგარეიშვილის ნაწილში.
  2. შეტანილ იქნეს ცვლილება (2 კვირის ვადაში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





რექტორი                                             ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება