2013-06-18
ბრძანება №:59/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის _ დიპლომის ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის _ დიპლომის ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ" "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, "ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შესახებ" თსუ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 12 ივნისის №71/2013  დადგენილების პირველი პუნქტის, "სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 თებერვლის №126 ბრძანებულების, "უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის _ დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანების  პირველი და მე-2 მუხლებით დამტკიცებული №1 და №2 დანართებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის _ დიპლომის ფორმების ნიმუშები წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული დანართების შესაბამისად:

ა)  პროფესიული დიპლომის ფორმა – (დანართი №1)
ბ)  პროფესიული დიპლომის ფორმა წარჩინების – (დანართი №2)
გ)  დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომის ფორმა – (დანართი №3)
დ)  დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომის ფორმა წარჩინების –
    (დანართი №4)
ე)  ბაკალავრის დიპლომის ფორმა – (დანართი №5)
ვ)  ბაკალავრის დიპლომის ფორმა წარჩინების – (დანართი №6)
ზ)  მაგისტრის დიპლომის ფორმა  – (დანართი №7)
თ)  მაგისტრის  დიპლომის ფორმა წარჩინების – (დანართი №8)
ი)  დიპლომირებული მედიკოსის დიპლომის ფორმა – (დანართი №9)
კ)  დიპლომირებული მედიკოსის  ფორმა წარჩინების – (დანართი №10)
ლ) დიპლომირებული სტომატოლოგის დიპლომის ფორმა – (დანართი №11)
მ)  დიპლომირებული სტომატოლოგის დიპლომის ფორმა წარჩინების  –   
    (დანართი №12)
ნ)  უმაღლესი განათლების დიპლომის ფორმა – (დანართი №13)
ო)  უმაღლესი განათლების  დიპლომის ფორმა წარჩინების  –                       
    (დანართი №14)
პ)  დოქტორის დიპლომის ფორმა – (დანართი №15)

2.    დამტკიცდეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დიპლომის) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის აქტი, მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ჟურნალი და დიპლომების გაცემის რეგისტრაციის ჟურნალი წინამდებარე ბრძანების დანართების შესაბამისად;
3.    ძალადაკარგულად გამოცხადდეს უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის  26 სექტემბრის №98/01-01 ბრძანება წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან;
4.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების  უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
5.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
6.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.








რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი                                   ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება