2013-09-24
ბრძანება №:111/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ რექტორის 2011 წლის 14 იანვრის №10/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და  63–ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9 პუნქტის,  წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის  10 ნოემბრის №16 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების’’ მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და ცენტრის დირექტორის 2013 წლის 6 სექტემბრის №25404/02 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    შეტანილ იქნას  შემდეგი ცვლილებები  ,,სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’  რექტორის  2011 წლის 14 იანვრის  №10/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში და იგი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვლადიმერ პაპავა  - რექტორი, აკადემიკოსი;

ბ)ლევან ალექსიძე -  რექტორის მოადგილე, იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი;
 გ)ივანე ლეჟავა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი;

დ) გურამ ქუთელია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი;

ე) ზურაბ შენგელია - ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცდირექტორი;

ვ) ნინო ჩიქოვანი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი;

ზ) რუსუდან ჯანაშია -ენათმეცნიერი.’’

2. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
5. ბრძანება ძალაშია   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.









რექტორი, აკადემიკოსი                                                                             ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება