2017-12-08
ბრძანება №:259/01-01

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორის 2015 წლის 02 სექტემბრის №151/01-01 ბრძანების ნაწილში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორის 2015 წლის 02 სექტემბრის №151/01-01 ბრძანების ნაწილში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 491-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის  26 ოქტომბრის №142/ნ ბრძანების, "უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის _ დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანების დანართი №1-ის მე-6 მუხლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების, "ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების) დამზადების, გაცემის, შენახვის,  აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ" თსუ რექტორის 2012 წლის 25 იანვრის №03/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორის 2015 წლის  02 სექტემბრის №151/01-01 ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დიპლომის) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის სათაურსა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში და აღნიშნული ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დიპლომის, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი";

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

"2. "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "გ" პუნქტის თანახმად, დიპლომის ფორმა და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი განეკუთვნება მესამე კატეგორიის "მარტივი ტიპის" მკაცრი აღრიცხვის ფორმას და აქვს არაუმეტეს 3 დამცავი ნიშანი";

2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დიპლომის) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-51 მუხლი:
  "51.ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად გასაცემი მკაცრი აღრიცხვის ფორმისათვის (დიპლომისათვის) სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება

ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად გასაცემ მკაცრი აღრიცხვის ფორმისათვის (დიპლომისათვის) სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებას ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად გასაცემი დიპლომის სარეგისტრაციო ჟურნალში რიგითი ნომრის საფუძველზე უზრუნველყოფს მკაცრი აღრიცხვის ფორმების შევსებაზე რექტორის ბრძანებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;


  რექტორი                                                    გიორგი შარვაშიძე 



« უკან დაბრუნება