ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ასოცირებულ პროფესორთა დანიშვნის შესახებ (ბრძანება №21/01-03)
ბრძანება № 21 / 01-03
24.09.2008 წ
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ასოცირებულ პროფესორთა დანიშვნის შესახებ
საქართველოს
შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის,
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის
#490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16
მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების
შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 23 ივნისის 74/02-01
ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის 2008 წლის 29 აგვისტოს #116/02-01 ბრძანების, "ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ
ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2008 წლის 14 ივლისის #62/01-01
ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- დაინიშნონ 2008 წლის 24 სექტემბრიდან 2011 წლის 25 სექტემბრამდე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე:
ისტორიის მიმართულება (ამერიკისმცოდნეობა)
ელენე მეძმარიაშვილი
ისტორიის მიმართულება (კავკასიის ისტორია)
კვიციანი ჯონი
-
დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ამავე ბრძანებით განსაზღვრულ პირებთან;
- კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
- ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 23 სექტემბრის #133 დადგენილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ".
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა