ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად (ბრძანება 03/01-01)
ბრძანება # 03 / 01-01
31.01.2008 წ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების ჩატარების შემდეგი გრაფიკი:
გამოცდა უცხო ენაში ყველა სამაგისტრო პროგრამისთვის:
ინგლისურ ენაში _ 1 თებერვალს, სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში, 10.00სთ;
გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებში _ 2 თებერვალს, I კორპუსში, 10.00სთ;
გამოცდა სპეციალობაში:
ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტი - 8 თებერვალს, I კორპუსში, 10.00სთ
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ევროპული კვლევების ინსტიტუტი - 11 თებერვალს, I კორპუსში, 10.00სთ
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 12 თებერვალს, I კორპუსში, 10.00სთ
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 13 თებერვალს, I კორპუსში, 10.00სთ
2. გამოცდის შედეგები გამოცხადდეს გამოცდის მეორე (სამუშაო დღის 13.00 საათზე;
3. სააპელაციო განცხადებების მიღება განხორციელდეს გამოცდის შედეგების გამოცხადებისთანავე, მეორე დღის 13.00სთ-მდე;
4. აპელაციის განხილვა მოხდეს:
უცხო ენაში - 5 თებერვალს, I კორპუსში, 10.00 სთ-დან;
სპეციალობაში - 14-15 თებერვალს, I კორპუსში, 10.00 სთ-დან.
5 . სამაგისტრო პროგრამების სპეციფიკიდან გამომდინარე, დანიშნული ზეპირი
გამოცდა/გასაუბრების გრაფიკი დადგინდეს შესაბამისი ფაკულტეტების მიერ;
6. გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდეს 18 თებერვალს;
7. მაგისტრატურაში ჩარიცხულთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია
განხორციელდეს 22-29 თებერვალს;
8. რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში მაგისტრანტს შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი;
9. დაევალოთ ფაკულტეტების დეკანის მოვალეობის შემსრულებლებს (რ.ბოჭორიშვილი, დ.თვალთვაძე, ნ.ბელთაია, ა.ცისკარიძე, ჯ.ჯანჯღავა) 2007 წლის 29 იანვრამდე შესაბამისი დარგობრივი საგამოცდო და სააპელაციო კომისიების შექმნა და გამოცდის დღეს სათანადო წესის დაცვით საგამოცდო ბილეთების წარმოდგენა;
10. სასწავლო დეპარტამენტმა განსაზღვროს მაგისტრატურის კონკურსანტის მოვალეობები.
11. დაევალოს საერთო განყოფილების უფროსს (ნ.ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის;
12. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ვებგვერდზე;
13. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.
საფუძველი: აკადემიური საბჭოს დადგენილება #71 (09.01.2008)
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა