2013-09-24
ბრძანება №:110/01-01

"ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 6 აგვისტოს №92/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, 63-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 23 სექტემბრის №3316/30-00 (№29370/02, 23.09.2013) წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შევიდეს ცვლილება უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 6 აგვისტოს #92/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ #3 დანართში და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე განსაზღვრული ვაკანტური ადგილების მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"3. სოციოლოგია: 5"
"4. პოლიტიკის მეცნიერება: 5"
"5. საზოგადოებრივი გეოგრაფია: 6"
"6. კონფლიქტების ანალიზი და მართვა: 8"
"9. სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია: 3"

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
3.    ბრძანების დაინტერესებულ პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.    ბრძანება ძალაშია დაინტერესებული მხარისათვის გაცნობისთანავე.



რექტორი, აკადემიკოსი                                     ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება