2017-12-15
ბრძანება №:265/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ღია წვდომის ციფრული არქივის (რეპოზიტორის) შექმნისა და ფუნქციონირების წესის დამტკიცების თაობაზე

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ღია წვდომის  ციფრული არქივის (რეპოზიტორის) შექმნისა და ფუნქციონირების წესის დამტკიცების თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგების (პუბლიკაციების) ერთ ციფრულ სივრცეში განთავსების, საერთაშორისო ხილვადობის, სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობის გაზრდის ხელშეწყობის, უნივერსიტეტის საერთაშორისო რანჟირების სისტემებში ცნობადობის ზრდის, ასევე პერსონალისა და სტუდენტების ინფორმაციული უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ემუხლის პირველი ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 57-ემუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის  2017 წლის 05 დეკემბრის N22197/10  წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეიქმნას სსიპ სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ღია წვდომის ციფრული არქივი (რეპოზიტორი) და დამტკიცდეს არქივის ფუნქციონირების წესი (დანართი №1).
2.    ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაეკისროს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს.
3.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემისთანავე.


რექტორი                გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება