2011-09-20
ბრძანება №:96/01-01

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის კანდიდატთა გასაუბრების დარგობრივი კომისიების დამტკიცების შესახებ

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის კანდიდატთა გასაუბრების დარგობრივი კომისიების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 19 სექტემბრის №24641/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 8 სექტემბრის №23346/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 7 სექტემბრის №23286/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2011 წლის 7 სექტემბრის №23284/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 9 სექტემბრის #23561/02, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 19 სექტემბრის №24613/02 და ტურიზმის საერთაშორისო სკოლის 2011 წლის 15 სექტემბრის 24180/02 და 21 სექტემბრის №25083/02 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის კანდიდატთა გასაუბრების დარგობრივი კომისიები ფაკულტეტების შესაბამისად:
    ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ( დანართი №1 );
    ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (
    დანართი №2 );
    გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (
    დანართი №3 );
    დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (
    დანართი №4 );
    ე) იურიდიული ფაკულტეტი (
    დანართი №5 );
    ვ) მედიცინის ფაკულტეტი (
    დანართი №6 );
    ზ) ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი №7).


  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
  3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე








რექტორი                                             ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება