2018-07-06
ბრძანება №:162/01-01
,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ’’, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 28 ივნისის N156/01-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომების გასწორების თაობაზე
,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ’’, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 28 ივნისის N156/01-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომების გასწორების თაობაზე
2018 წლის 28 ივნისის N156/01-01 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ნაწილობრივ. ბრძანების სამუშაო ფაილის დაფორმატების შედეგად წარმოქმნილი ხარვეზის გამო დაშვებულია ტექნიკური სახის შეცდომები. კერძოდ, შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში არ უნდა ყოფილიყო მითითებული უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - ქეთევან ქუთათელაძე, ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილებაში მთავარი მეცნიერი თანამშრომლები - დოდო ჭუმბურიძე და ელდარ ბუბულაშვილი, საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილებაში მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - ხათუნა იოსელიანი, ვინაიდან ზემოაღნიშნულ პოზიციებზე საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების საკითხს სწავლობს თსუ რექტორის 2018 წლის 28 ივნისის N157/01-01 ბრძანებით დამტკიცებული კომისია. შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებას უნდა დაემატოს მეცნიერი თანამშრომელი - სოფიო ქადაგიშვილი, ხოლო საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილებას მეცნიერი თანამშრომელი - თეა ქამუშაძე, რომლებიც გამორჩენილ იქნა ბრძანების მომზადების პროცესში.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარის ზ. აბაშიძის 2018 წლის 14 ივნისის N11583/10-02 წარდგინების (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 14 ივნისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი ) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გასწორდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ’’, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 28 ივნისის N156/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში დაშვებილი ტექნიკური შეცდომები და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ნაწილობრივ (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:
ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილება
1.ქავთარაძე გიორგი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული
(10 წლის ვადით);
2. ბახსოლიანი ნანა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება
`
1.კვაჭანტირაძე ეკა - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული
(10 წლის ვადით);
2.გოილაძე ვახტანგ -მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული
(10 წლის ვადით)
3. ქადაგიძე მარინე -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
4.გაბისონია პაპუნა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5.გოგოლაძე მედეა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
6.ქადაგიშვილი სოფიო -მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება
1. კიკნაძე ვაჟა - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (უვადო).
2.გელაშვილი გია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
3.ქოქრაშვილი ხათუნა -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
4.მიქიაშვილი ლელა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5. სონღულაშვილი ნატო - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
6.არაბიძე ირინა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
7.ტყავაშვილი მზია - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება
1.მინდაძე ნინო -მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
(10 წლის ვადით);
2. გუჯეჯიანი როზეტა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
3. ჩირგაძე ნინო - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
4. ალავერდაშვილი ქეთევან -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5.აზიკური ნაზი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
6. მამარდაშვილი გიორგი - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
7. ნებიერიძე ლელა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
8. ქამუშაძე თეა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილება
1. ოქრუაშვილი სალომე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
(10 წლის ვადით);
2. ჯანიაშვილი ლავრენტი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
3.ჯალაბაძე ნათია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
4.კვაშილავა ირმა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
ანთროპოლიგიური კვლევის ლაბორატორია
1. ჭითანავა დავით - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
2. ლალიაშვილი შორენა -მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული’’.
2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე