2017-04-03
ბრძანება №:58/01-01
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N24/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N24/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 24 მარტის N4135/30 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N24/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის პირველი მუხლის პირველ პუნქტსა და მე-4 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში:
ა) წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ტექსტში შემდგომ - „უნივერსიტეტი“ ან „დაწესებულება”) პროფესორ ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდია (შემდგომში - „სტიპენდია“) ინიშნება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ინიციატივით.“
ბ) წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ინფორმაცია გამოვლენილი სტიპენდიანტების შესახებ ეგზავნება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს.“
გ) წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. გამოვლენილი სტიპენდიანტების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდიდან 1 სემესტრის სტიპენდიისათვის განკუთვნილი თანხა სრულად ერიცხება უნივერსიტეტს, რათა უზრუნველყოფილი იქნას სტიპენდიანტებისათვის შესაბამისი ოდენობის სტიპენდიის ყოველთვიური ჩარიცხვა.“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი