2010-06-24
ბრძანება №:147/02-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის” 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ზ” პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებით სარგებლობის წესი (დანართი 1).
- კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს.
- ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი რომან ხარბედია « უკან დაბრუნება