2013-12-10
ბრძანება №:165/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013/2014 სასწავლო წლის გერმანულენოვანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 14-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა’’, ”ბ”, “ო” და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი წერილის (38139; 09.12.2013) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანულენოვანი გაცვლითი  პროგრამის ფარგლებში, 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გამოყოფილი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2013 წლის 11 და 12 დეკემბერს თსუ მეორე კორპუსში, ოთახი 203 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3, თსუ-ს მეორე კორპუსი, მეორე სართული).
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)    კომისიის თავმჯდომარე ული კაცმაიერი (ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტის წარმომადგენელი)
ბ)     კომისიის წევრი ელიზაბეტ ფენორი (DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის  ხელმძღვანელი)
გ)     კომისიის წევრი ანა ნივიანდა (თსუ-ს იაპონური ენისა და კულტურის   ცენტრის კოორდინატორი)
დ) კომისიის წევრი ჰაინერ დინტერა (DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის  თანამშრომელი)
4.    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის
გერმანულენოვანი პროგრამების კოორდინატორი – ირინა გამყრელიძე.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი და კანდიდატთა შესარჩევი შეფასების კრიტერიუმები (დანართი №1).
6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს სანფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის
ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი, აკადემიკოსი                            ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება