2010-12-20
ბრძანება №:122/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიულ ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 35-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მეორე პუნქტის, 44-ე მუხლის, 45-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს დადგენილება №91-ში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 18 იანვრის №1 დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 26 მარტის № 24-ე სხდომის გადაწყვეტილების, აკადემიური საბჭოს  2010 წლის 8 ნოემბრის  №129-ე დადგენილებისა და  წარმომადგენლობითი  საბჭოს 2010 წლის  9 ნოემბრის №31-ე სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის  2010 წლის 27 სექტემბრის ;220/02-01 ბრძანების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 14 დეკემბრის №30567/02 და 2010 წლის 20 დეკემბრის №31068/02 წერილების საფუძველზე,



ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
2.    სრული პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება;
3.    ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს  დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება;
4.    კონკურსი ცხადდება სრული პროფესორის 1 საშტატო და ასოცირებული პროფესორის   6 საშტატო ერთეულზე;
5.    კონკურსი გამოცხადდეს 2010 წლის 20 დეკემბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა  განისაზღვროს 2011 წლის 21 იანვრიდან 2011 წლის 3 თებერვლის ჩათვლით, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
6.    კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის  სრულ და ასოცირებულ პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

•    სისხლის სამართლის მიმართულლება:
      სრული პროფესორი -1 საშტატო ერთეული
      ასოცირებული პროფესორი -2 საშტატო ერთეული    
•    კონსტიტუციური სამართლის მიმართულება:
     ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
•    კერძო სამართლის მიმართულება:
     ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული

7.    სრული პროფესორის ("ა" კატეგორია) თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 3000 (სამი ათასი) ლარით;
8.    ასოცირებული პროფესორის ("ბ" კატეგორია) თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში     720 (შვიდას ოცი) ლარით
9.    სრული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი
-   სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
თ) არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;


     კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

ა)    ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობისა ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ)    მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;

10.    ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი - სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
თ) არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

      კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

ა)    ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობისა ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ)    მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;

11. საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  იწარმოებს  2011  წლის  21 იანვრიდან 2011 წლის 3  თებერვლის ჩათვლით თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე, თბილისი  ი. ჭავჭავაძის გამზ.   №3  (II კორპუსი)  ოთახი  №117;
12. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
13. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.




რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                      ა. კვიტაშვილი                                     

« უკან დაბრუნება