2013-10-04
ბრძანება №:119/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურებზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ

   „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი  პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის N152/ნ ბრძანებით დამტკიცებული პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2013–2014 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 29 იანვრის №8/2013 დადგენილებით დამტკიცევბული დანართი N1-ის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი და  მე-9 პუნქტების,  საფუძველზე,

                                ვბრძანებ:

1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურებზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა მიღებისთვის ადგილები განისაზღვროს  შემდეგი ოდენობით:
ა)  კინო-ტელე რეჟისორი (IV საფეხური) – 2 ადგილი;
ბ) კინო-ტელე რეჟისორი (V საფეხური) – 2 ადგილი;
გ) ტანსაცმლის დიზაინი (V საფეხური) – 2 ადგილი;
დ) კბილის სატექნიკო საქმე (IV საფეხური) – 3 ადგილი;
ე) მასაჟისტი (III საფეხური) – 2 ადგილი;

2.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 
   
რექტორი, აკადემიკოსი                                                   ვლადიმერ პაპავა
                        
« უკან დაბრუნება