2010-07-23
ბრძანება №:176/02-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრატორების შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრატორების შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე, 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
დამტკიცდეს თსუ-ში ადმინისტრატორების შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1) რომან ხარბედია – თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - (თავმჯდომარე)
2) მარიამ ლომოური – თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
3) დავით ჩერქეზიშვილი – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
4) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი - (მდივანი);
5) ლელა ბენიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
- დამტკიცდეს თსუ-ში ადმინისტრატორების შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1)
- ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 6 ივლისის №154/02-01 "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრატორების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ".
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რ. ხარბედია