2009-05-01
ბრძანება №:49 / 01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ,საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილების, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” და “ბ” პუნტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. 2009 წლის 1-ლი მაისიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობებში აიკრძალოს თამბაქოს მოწევა.
  2. ,,საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავდეს და დამტკიცდეს თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით  თსუ-ში მოქმედი წესები და განისაზღვროს პასუხისმგებლობის სათანადო ზომები.
  3. დაევალოს თსუ კანცელარიის უფროსს (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“, უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
  4. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს (დ. ჩერქეზიშვილი) თამბაქოს მოწევის ამკრძალავი აბრების დამზადების უზრუნველყოფა და თსუ-ს კორპუსებში თვალსაჩინო ადგილებზე განთავსება.
  5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს რ. ხარბედიას.
  6. ბრძანება ძალაშია 2009 წლის 1-ლი მაისიდან.

 

 

  რექტორი, პროფესორი
                                      გიორგი ხუბუა

« უკან დაბრუნება