2016-11-17
ბრძანება №:1425/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ნანა შათირიშვილის ჩარიცხვის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ნანა შათირიშვილის ჩარიცხვის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების‘‘ 32-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, 33-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ნოემბრის №835 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 14 ნოემბრის №41482/02 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ჩაირიცხოს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ნანა შათირიშვილი. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე – ბაგა-ბაღის აღმზრდელი (პირველადი საფეხური).
2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია პროფესიული კოლეჯების მართვის სისტემაში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი   გიორგი შარვაშიძე


« უკან დაბრუნება