2018-03-12
ბრძანება №:178/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტებისათვის სემესტრულ გადასახადზე შეღავათის განსაზღვრის თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტებისათვის  
სემესტრულ გადასახადზე შეღავათის განსაზღვრის  თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის რ.ხომერიკის 05.03.2018წ.N4239/02 განცხადების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს 03.03.2018 წლის სხდომის ოქმი N5-ის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 06.03.2018წ. N4336/10 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განესაზღვროთ, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათ ფაკულტეტის  დოქტორანტებს  2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სწავლის სემესტრული საფასური შემდეგი თანაფარდობით:
ა) ანა ნუსხელაძეს) – 150 ლარი;
ბ) ლაშა ბარამიძეს) – 150 ლარი;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დოქტორანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                   ნ. ოვსიანიკოვა
   

« უკან დაბრუნება