2007-09-13
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ (ბრძანება N260/02-03)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ

   საქართველოს შრომის კოდექსის" 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შეუწყდეთ შრომითი ურთიერთობა 2007 წლის 17 სექტემბრიდან დანართი #1-ით  განსაზღვრულ პირებს;

 2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა;

 3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე), უზრუნველყოს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობა  დანართი  # 1-ით განსაზღვრული პირებისათვის;

 4.   ბრძანება გაცნობისათვის განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;

 5.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

საფუძველი: მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის
სამსახურებრივი ბარათი #12326/02 13.09.07წ.

 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            გ. გალდავა

« უკან დაბრუნება