2018-05-29
ბრძანება №:125/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 16 აპრილის N76/01-01 ბრძანების ნაწილის მოქმედების შეჩერების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 16 აპრილის N76/01-01 ბრძანების ნაწილის მოქმედების შეჩერების შესახებ

      საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,                    მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და დალი ოსეფაშვილის   2018 წლის 17 მაისის N10130/10-02 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეჩერდეს  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 16 აპრილის N76/01-01 ბრძანების მოქმედება ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ნაწილში.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება და დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


რექტორი                                                                    გიორგი  შარვაშიძე

« უკან დაბრუნება