2011-09-19
ბრძანება №:94/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 25 ივლისის #77/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 25 ივლისის №77/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე და 63–ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 16-ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. შევიდეს ცვლილება რექტორის 2011 წლის 25 ივლისის №77/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის "ბ.ა" ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ბ. ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია 22 აგვისტო 23 სექტემბერი".

  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  4. ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





რექტორი                           ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება