2007-01-17
ბრძანება №:05/01-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება აკადემიკოს ლევან ჟიჟიაშვილის სახელობის აუდიტორიის გახსნის შესახებ (ბრძანება N05/01–01)
აკადემიკოს ლევან ჟიჟიაშვილის სახელობის აუდიტორიის გახსნის შესახებ
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გამოჩენილი მათემატიკოსის ლევან ჟიჟიაშვილის სახელობის უკვდავსაყოფად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის საფუძველზე
ვბრძანებ:
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გამოჩენილი მათემატიკოსის ლევან ჟიჟიაშვილის სახელობის უკვდავდაყოფად ივანე ჯავახიშვილის X (მაღლივი) კორპუსის N316 ოთახს ეწოდოს „აკადემიკოს ლევან ჟიჟიაშვილის სახელობის აუდიტორია“.
- დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის სამსახურს (ბატონი სერგო სანაძე) აუდიტორიის შესაბამისი აბრით აღჭურვა.
- ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტი“ და უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორის წერილი.
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება