2010-07-30
ბრძანება №:189/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის ინგლისური ენის (ბიზნეს-ინგლისური) მასწავლებელთა შერჩევის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის  ინგლისური ენის (ბიზნეს-ინგლისური) მასწავლებელთა შერჩევის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1–ლი პუნქტის „ზ“  ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ინგლისური ენის (ბიზნეს-ინგლისური) სწავლების გაძლიერების მიზნით ჩატარდეს მასწავლებელთა შერჩევა;
  2. შერჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ენების შემსწავლელ ცენტრში ამჟამად დასაქმებულ მასწავლებლებს, ასევე ყველა სხვა დაინტერესებულ პირს, ვინც აკმაყოფილებს შერჩევის შემდეგ კრიტერიუმებს:

    ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული _ ფილოლოგი-ანგლისტი ან ინგლისური ენის მასწავლებელი ან სერტიფიკატ "CELTA –ს" ან დიპლომი "DELTA-ს" მფლობელი);

    ბ) ინგლისური ენის სწავლების სულ მცირე სამწლიანი დოკუმენტურად დადასტურებული გამოცდილება;

    გ) გუნდური მუშაობისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;

  1. შერჩევაში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

     ა) განცხადება კომისიის სახელზე (თან ერთვის);

     ბ) ავტობიოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე;

     გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

     დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების   ასლი/ასლები; (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული _ ფილოლოგი-ანგლისტის დიპლომი ან ინგლისური ენის  მასწავლებლის დიპლომი ან სერტიფიკატი "CELTA " ან დიპლომი "DELTA");

    ე) პიროვნული და პროფესიული კვალიფიკაციის ამსახველი ერთი სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე რეკომენდატორის სრული საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;

    ვ) პროფესიული განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატების  ასლები;

    ზ) გაკვეთილის გეგმის ნიმუში და სილაბუსი.

  1. შერჩევა იწარმოებს წერითი და/ან ზეპირი გასაუბრების საფუძველზე;
  2. კომისიის მიერ შეჩეულ აპლიკანტს ევალება:

    ა) გაკვეთილის დაგეგმვა, მომზადება და ჩატარება (გაკვეთილის გეგმისა   და სილაბუსის წარმოდგენა წერილობით);

    ბ) შუალედური და საბოლოო საგამოცდო საკითხების მომზადება;

    გ) შუალედური და საბოლოო საგამოცდო ნაშრომების გასწორება;

    დ) პერიოდული წერილობითი ანგარიშების მომზადება;

    ე) შრომითი ხელშეკრულებით ან/და დამსაქმებლი  მიერ დასაბუთებული, სწავლებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის წარმოება

  1. შრომის ანაზღაურება განისაზღვროს 18 ლარი ერთ აკადემიურ საათზე;
  2. მასწავლებელთა მინიმალური კვირეული დატვირთვა განისაზღვროს 20 აკადემიური საათით; თითოეული მასწავლებლის კვირეული საათობრივი დატვირთვა განისაზღვროს ყოველი სემესტრის დაწყებამდე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სემესტრული საჭიროების მიხედვით;
  3. მასწავლებელთა შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვროს     2 სემესტრით.
  4. შეიქმნას კომისია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის ინგლისური ენის  (ბიზნეს-ინგლისური) მასწავლებელთა შერჩევის მიზნით და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი;
  5. დაევალოს საბუთების მიღების პროცესის ორგანიზება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის  მოადგილეს გიორგი ხიშტოვანს;
  6. საბუთების  მიღება იწარმოებს 2010 წლის 30 ივლისიდან 2010 წლის 20 აგვისტოს    ჩათვლით  თსუ-ს მე–10 კორპუსში (უნივერსიტეტის ქ. 2), მე–2 სართული, ოთახი 204ა. ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა 10-დან 17 საათამდე);
  7. შერჩევა ჩატარდება  2010 წლის  25 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე;
  8. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  9. ინფორმაცია მასწავლებელთა შერჩევის შესახებ განთავსდეს www.jobs.ge-ზე;
  10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი №17369/02  19.07.2010წ.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                               რომან ხარბედია
« უკან დაბრუნება