2009-12-25
ბრძანება №:140/01-01
,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საარჩევნო კომისიების შექმნის შესახებ" რექტორის 2009 წლის 13 მარტის #28/01-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საარჩევნო კომისიების შექმნის შესახებ" რექტორის 2009 წლის 13 მარტის #28/01-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და აკადემიური საბჭოს 2009 წლის 19 ოქტომბრის #295 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 23 ოქტომბრის #22 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის" მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის უზრუნველსაყოფად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს დამატება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საარჩევნო კომისიების შექმნის შესახებ" რექტორის 2009 წლის 13 მარტის #28/01-01 ბრძანების 1-ლი მუხლის ,,ე" პუნქტში და დაემატოს შემდეგი კომისიის წევრები:
გვანცა გუგეშაშვილი
გიორგი თუმანიშვილი
2. ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2009 წლის 21 დეკემბრის #30180/02 შუამდგომლობა.
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა
გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება