2017-08-25
ბრძანება №:189/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრისN№117/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრისN№117/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის და  ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ლაშა საღინაძისათვის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 10 აგვისტოს №177/02-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრის №117/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გარდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, შეიქმნას სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი, შესყიდული საქონლის, სამუშაოს, მომსახურების სპეციფიკის სახეობისა და ჯგუფების გათვალისწინებით, შემდეგი შემადგენლობით:
ა) ბესიკ ალადაშვილი  -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების  მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) მურმან ცარციძე  - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე.

გ) სამშენებლო, სარემონტო სამუშაოებისა და სამშენებლო მასალების ინსპექტირების ჯგუფი:  
გ.ა) ბესიკ ალადაშვილი -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების   მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
გ.ბ) მურმან ცარციძე -   საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
გ.გ) ზურაბ კილასონია - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი;
გ.დ) ირაკლი მაისურაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსის მოადგილე;
გ.ე) ზურაბ მენაღარიშვილი – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი;
გ.ვ) ნუგზარ გოგობერიშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

დ) კომპიუტერული ტექნიკის, მაკომპლექტებელი და სათადარიგო ნაწილების ინსპექტირების ჯგუფი:

დ.ა) ბესიკ ალადაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების   მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
დ.ბ) მურმან ცარციძე -  - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
დ.გ) შოთა ბარბაქაძე –საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი;  
დ.დ) ცისანა გავაშელი – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
დ.ე) ბაქარი გეგეჭკორი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების პროგრამისტი;
დ.ვ) თეიმურაზ გოგნაძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
დ.ზ) ნიკოლოზ მამუჩაშვილი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

ე) საკანცელარიო საქონლის (ქაღალდის და სხვ.) ინსპექტირების ჯგუფი:

ე.ა) ბესიკ ალადაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების   მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
ე.ბ) მურმან ცარციძე - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
ე.გ) თენგიზ სირაძე – გამომცემლობის პოლიგრაფიული უზრუნველყოფის კოორდინატორი;
ე.დ)  გურამ ხოსიშვილი  - გამომცემლობის სპეციალისტი;
ე.ე) ერეკლე კუპატაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი.

ვ)  სანიტარულ - ჰიგიენური საქონლის ინსპექტირების ჯგუფი:

ვ.ა) ბესიკ ალადაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
ვ.ბ) მურმან ცარციძე - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
ვ.გ) ერეკლე კუპატაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი;
ვ.დ) ზურაბ ზურაბიშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

ზ) ლაბორატორიული მოწყობილობების, ხელსაწყოებისა და სპეციალიზირებული სასწავლო ტექნიკის  ინსპექტირების ჯგუფი:

ზ.ა) ბესიკ ალადაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების   მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
ზ.ბ) მურმან ცარციძე -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
ზ.გ) შოთა ბარბაქაძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი;   
ზ.დ) ცისანა გავაშელი – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ზ.ე) ბაქარი გეგეჭკორი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების პროგრამისტი.

თ) სასტამბო და საგამომცემლო მომსახურების ინსპექტირების ჯგუფი:

თ.ა) ბესიკ ალადაშვილი -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების   მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
თ.ბ) მურმან ცარციძე - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი;  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
თ.გ) თენგიზ სირაძე – გამომცემლობის პოლიგრაფიული მომსახურების კოორდინატორი;
თ.დ) გურამ ხოსიშვილი - გამომცემლობის სპეციალისტი.

ი) ავეჯის, სასწავლო და სამეურნეო ინვენტარის ინსპექტირების ჯგუფი:

ი.ა) ბესიკ ალადაშვილი -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების   მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
ი.ბ) მურმან ცარციძე -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
ი.გ) ირაკლი მაისურაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსის მოადგილე;
ი.დ) ერეკლე კუპატაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი.

კ) ლიფტების მომსახურების შესყიდვის ინსპექტირების ჯგუფი:

კ.ა) ბესიკ ალადაშვილი -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
კ.ბ) მურმან ცარციძე - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
კ.გ) ზურაბ კილასონია - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი;
კ.დ) თედორე ჯანგულაშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

ლ) ავტოპარკის ტექნიკური მომსახურების შესყიდვის ინსპექტირების ჯგუფი:

ლ.ა) ბესიკ ალადაშვილი -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების  მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
ლ.ბ) მურმან ცარციძე -   საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
ლ.გ) ოთარ გოგიტაშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ავტოფარეხის უფროსი;
ლ.დ) გიორგი დარჯანია – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის მძღოლი.

მ) უნივერსიტეტში არსებული კვების ობიექტებისათვის განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების, კონტროლისა და ზედამხედველობის ინსპექტირების ჯგუფი:

მ.ა)  ბესიკ ალადაშვილი -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების   მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
მ.ბ) მურმან ცარციძე -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
მ.გ) ვალერი არღუთაშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის კვების ობიექტების მენეჯერი - ჯგუფის ხელმძღვანელი;
მ.დ) თენგიზ გოგოლაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის (უნივერსიტეტის მე-10 სასწავლო კორპუსი) კვების ობიექტის ადმინისტრატორი - ჯგუფის წევრი;
მ.ე)  აკაკი მიქაბერიძე - უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში - ჯგუფის წევრი;
მ.ვ) ბეჟან ბუაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის  (მე-10 სასწავლო კორპუსი) ადმინისტრატორი.

ბ) ბრძანების მე-3 - მე-4  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ.ა) ,,3. ცალკეულ შემთხვევებში, შესყიდული საქონლის, სამუშაოს და მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, ინსპექტირების ჯგუფებში შესაძლებელია მოწვეულ იქნან შესაბამისი დარგის (სფეროს) ექსპერტები ან შეიქმნას დამოუკიდებელი ჯგუფი, ან შესყიდული საქონლის, სამუშაოს და მომსახურების ინსპექტირება დაევალოს უნივერსიტეტის თანამშრომელს/თანამშრომლებს.“;
ბ.ბ) ,,4. ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა ძალაშია მასზე ჯგუფის წევრთა უმრავლესობის (მაგრამ არანაკლებ ორისა) ხელმოწერის შემთხვევაში (ყოველ ცალკეულ შემთხვევაში წევრთა უმრავლესობის რაოდენობის განსაზღვრისას, ინსპექტირების ჯგუფის ის წევრები, რომლებთანაც შეჩერებულია შრომითი ურთიერთობები ოდენობაში არ ჩაითვლება).“

გ) ბრძანების მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 41 პუნქტი:

,,41. დაევალოს ინსპექტირების ჯგუფს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომწოდებელ მხარესთან პირგასამტეხლოს (საურავის) დაანგარიშება, საურავის რაოდენობის გამოთვლა და მისი მიწოდება საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებისათვის.“.

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
4.     ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                     ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება