2012-05-11
ბრძანება №:73/02-01
,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ასლის გადამღები აპარატით მომსახურების ტარიფების დადგენის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 03 მაისის #69/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2012 წლის 10 მაისის #11092/02 წერილის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ასლის გადამღები აპარატით მომსახურების ტარიფების დადგენის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 03 მაისის #69/02-01 ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ვ, ზ, თ და ი ქვეპუნქტები:
,,ვ) ასლის გადაღება A3 ფორმატი _ ერთ გვერდზე – 12 თეთრი;
ზ) ასლის გადაღება A3 ფორმატი _ ორივე გვერდზე _ 20 თეთრი;
თ) ამობეჭდვა A3 ფორმატი _ ერთ გვერდზე _ 12 თეთრი;
ი) ამობეჭდვა A3 ფორმატი _ ორივე გვერდზე _ 20 თეთრი.”
2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
3. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება