2017-06-21
ბრძანება №:144/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2017 წლის 14 ივნისის №9282/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს დამატება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის   29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში  და აღნიშნული ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-6 პუნქტი: 

,,6. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო ფონდებით სარგებლობის ფორმები:
ა) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ საარქივო დოკუმენტებზე დაშვება
თავისუფალია გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა;

ბ) მკითხველს შეუძლია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული და ბეჭდური
საძიებო სისტემის მეშვეობით მოიძიოს, შეარჩიოს და გაეცნოს ბიბლიოთეკაში დაცულ დოკუმენტს, გააკეთოს მისი ამონაწერი;

გ) დაინტერესებული პირისათვის მისთვის საჭირო დოკუმენტის მიწოდება ხდება
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში;

დ) დაინტერესებულ პირს შეუძლია, მოითხოვოს დოკუმენტის ასლის დამზადება
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებული წესის თანახმად;

ე) განსაკუთრებულ შემთხვევაში, უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე,
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის ნებართვით, დასაშვებია საარქივო ფონდის დოკუმენტის დედნით დროებით სარგებლობა საგამოფენო ან სხვა მიზნებით;

ვ) პუბლიკაციებსა და სამეცნიერო შრომებში მკვლევრის მიერ უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკის საარქივო ფონდის მასალების გამოყენებისას მკვლევარი ვალდებულია, მიუთითოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, კონკრეტული საარქივო ფონდი და დოკუმენტის ნომერი;

ზ) შეზღუდულია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო ფონდის
დოკუმენტებთან დაშვება და სარგებლობა იმ შემთხვევაში თუ:

ზა) დოკუმენტი შეეხება პიროვნების პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას (პერსონალური ინფორმაცია - მონაცემები, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა: ასაკი, სქესი, ეროვნება, მოქალაქეობა, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობა);
ზბ)  დოკუმენტი შეეხება პიროვნების შესახებ სისხლის სამართლის პროცესისა და პოლიციური უწყებების მასალებს – მათი შექმნიდან 75 წლის განმავლობაში, თუ ფონდის მიღებისას დადებული ხელშეკრულების თანახმად არ არის განსაზღვრული სხვა კონკრეტული ვადები;
ზგ)  საარქივო დოკუმენტი დაზიანებულია და საჭიროებს რესტავრაციას”.

2.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                               ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება