2013-11-21
ბრძანება №:147/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული მოდერნიზაცია 2014’’ სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

       ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა და უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, პროფესორის მარინე ჩიტაშვილის 2013 წლის 12 ნოემბრისN35444/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.  შეიქმნას ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული მოდერნიზაცია 2014’’    სამუშაო ჯგუფი  შემდეგი  შემადგენლობით:
ა) მარინე ჩიტაშვილი - რექტორის  მოადგილე, სოციალურ და პოლტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) ლევან ალექსიძე - რექტორის მოადგილე, აკადემიკოსი, იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) მერაბ ელიაშვილი - რექტორის მოადგილე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ)  დავით ჩომახიძე - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
ე)  თამარ ვეფხვაძე - უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ)  თამარ ჯაყელი - სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი;  
ზ) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი)  ნანა მაჭარაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ)  დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
მ)  ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ნ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ო)  არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
პ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ჟ)  ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
რ)  დალი კანდელაკი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი.
2.  დაევალოს სამუშაო ჯგუფს ამ ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში  ჯგუფის სამუშაო გეგმის, უფლებამოსილებებისა და რეგულაციის წესის მომზადება.
3. დაევალოს სამუშაო ჯგუფს წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული  უფლებამოსილების ფარგლებში,  შემუშავებული  პროექტის უნივერსიტეტის რექტორისათვის წარდგენა, არაუგვიანეს 2013 წლის 20 დეკემბრისა.
4.   სამუშაო ჯგუფის მუშაობისას კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენტური აზრის დასაფიქსირებლად შესაძლებელია, მოწვეულ იქნეს შესაბამისი დარგის ექსპერტი.
5.  სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის სხდომის თავმჯდომარეობისა და შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს.
6.  სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის შრომის ანაზღაურების საკითხის განხილვა დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს.
7. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
9.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი                                                                             ვლადიმერ პაპავა





« უკან დაბრუნება