2011-03-09
ბრძანება №:37/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილებაში დალუქული არქეოლოგიური მასალების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილებაში დალუქული არქეოლოგიური მასალების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორის 2011 წლის 22 თებერვლის №3675/02 განცხადების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილებაში დალუქული არქეოლოგიური მასალების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობა:
ა) ვახტანგ ლიჩელი – უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არქეოლოგია-ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი;
ბ) ზვიად კვიციანი – უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
გ) ალექსანდრე მარუაშვილი –უნივერსიტეტის მუზეუმის უფროსი სპეციალისტი;
დ) ქეთევან გოცირიძე– უნივერსიტეტის არქეოლოგიის დოქტორანტი.
-
კომისიას დაევალოს დალუქული არქეოლოგიური მასალების გახსნა და შესწავლა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომისიასთან ერთად და მასალების გამიჯვნა მათი კუთვნილების მიხედვით, კერძოდ:
ა) საქართვლოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილი მასალები გადაეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს;
ბ) დანარჩენი მასალები, მიუხედავად კუთვნილებისა, გადაეცემა უნივერსიტეტის მუზეუმის არქეოლოგიურ განყოფილებას.
-
წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაინტერესებული მხარისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
- ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება