ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გულნაზი გალდავას ბრძანება ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების შესახებ (ბრძანება N10/02–01)
14.03.2007 წ.
ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის
დასაკავებლად კონკურსის ჩატარების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე და 24–ე
მუხლების, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულების
რეორგანიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებების შესახებ“ ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის 13.12.2006 წ. N01–01/301 ბრძანებისა და ,,ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგისა და
სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
28.02.2007 წ. #08/02-01 ბრძანების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 28.02.2007 წლის #08/02-01 ბრძანებით
დამტკიცებული ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე პერსონალის საშტატო
განრიგით განსაზღვრული თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატების
გამოვლენის მიზნით ჩატარდეს კონკურსი;
2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს შეუწყდეთ უფლებამოსილება;
3. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე სტრუქტურული
ერთეულების თანამშრომლებს დაევალოთ მოვალეობის შესრულება ახალი
სტრუქტურული ერთეულების, კონკურსის შედეგების საფუძველზე დაკომპლექტებამდე;
4. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისია და კომისიის სამდივნო;
5. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საკონკურსო კომისიის
სამდივნოს უნდა წარუდგინოს საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისი
დოკუმენტაცია. კომისიის სამდივნომ უზრუნველყოს კანდიდატთა განაცხადების
მიღება 2007 წლის 19 მარტიდან 31 მარტამდე;
6. კონკურსი ჩატარდეს ორ ეტაპად:
ა)კონკურსის პირველ ეტაპზე (2-13 აპრილი) შემოწმდეს თითოეული კონკურსანტის
მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობა
საკონკურსო და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და დადებითი შეფასების მქონე
კანდიდატს მიეცეს კონკურსის მომდევნო ეტაპზე გასვლის უფლება;
ბ) კონკურსის მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისიის მიერ განსაზღვრული
გრაფიკით ჩატარდეს გასაუბრება, რომლითაც ფასდება კანდიდატის პროფესიული
ჩვევების, შესაძლებლობისა და პირადი თვისებების დასაკავებელი
თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
7. საკონკურსო კომისიის დასკვნის გათვალისწინებით უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში
გამარჯვებული კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე;
8. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები წყდება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად;
9. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს ამ
ბრძანების და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაციის გადაცემა
უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის.
ბრძანება და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია საჯარო
გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტში”, განთავსდეს
უნივერსიტეტის ვებ-გვერდსა და ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
10. საკონკურსო კომისიამ უზრუნველყოს საკონკურსო პირობების გამოქვეყნება გაზეთში - “24 საათი”;
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
12. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. გალდავა
« უკან დაბრუნება