2015-01-22
ბრძანება №:14/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, სა-ქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის ალექსანდრე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩასატარებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, სა-ქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის ალექსანდრე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩასატარებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პროფესორის დავით კერესელიძის 2014 წლის 17 ნოემბრის N39570/02 და 2015 წლის 13 იანვრის N618/02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის სა-ქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადების 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების (იუბილეს გახსნა, საერთაშორისო კონფერენცია, ვიზიტი მეცნიერის სახლ–მუზეუმში, საიუბილეო გამოცემები, მოსწავლე–ახალგაზრდობის ღონისძიებები და სხვ.) ჩატარების (2015 წლის ოქტომბერი) მიზნით შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა – რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დავით ჩომახიძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – საორგანიზაციო კომისიის წევრი;
გ) იოსებ სალუქვაძე – რექტორის მოადგილე, პროფესორი, საორგანიზაციო კომი-სიის წევრი;
დ) რამაზ ბოჭორიშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ე) თამარ დოლბაია – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ) დავით კერესელიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი – საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ზ) ერეკლე გამყრელიძე – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
თ) ნანა ბოლაშვილი – ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექ-ტორი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ი) კობა ხარაძე – ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების გამგე, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
კ) ელენე სალუქვაძე – ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექ-ტორის მოადგილე, გეოგრაფიის დოქტორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ლ) დალი ნიკოლაიშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
მ) ზურაბ სეფერთელაძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ნ) ნოდარ ელიზბარაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ო) ლია მაჭავარიანი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
პ) ვაჟა ტრაპაიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ჟ) გიორგი გოქსაძე – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულეტეტის პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
რ) ზურაბ დავითაშვილი – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულ-ტეტის პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ს) ქეთევან მგალობლიშვილი – საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სწავლული მდივანი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ტ) ზაალ გულაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერება ფაკულტეტის დოქტორანტი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
უ) მაია გურაბანიძე – მუზეუმის დირექტორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ფ) დავით სართანია – მუზეუმის დირექტორის მოადგილე, საორგანიზაციო კო-მისიის წევრი;
ქ) ნანა მჟავია – მუზეუმის სპეციალისტი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ღ) დავით დონდუა – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ყ) გიორგი ღვედაშვილი – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტა-მენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
შ) ნანა მამაგულიშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ჩ) ირაკლი საღარეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ც) მარიამ ლომოური – რექტორის კონსულტანტი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ძ) თეა გერგედავა – საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
წ) ნინო კაკულია – უნივერსიტეტის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ მთავარი რედაქტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ჭ) თამარ ებრალიძე – უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი - საორგანი-ზაციო კომისიის წევრი;
ხ) გიორგი ტალახაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ჯ) არჩილ კუკულავა – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი.
2. დაევალოს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტსა და ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტს დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არაუმეტეს 4500 ლარისა.
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს არაუმეტეს 4500 ლარის გამოყოფა დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.
4. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“ ალექსანდრე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და სხვა ღონისძიებების გაშუქება.
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ტელევიზიასა და პრესაში იუბილეს შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
7. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას ალექსანდრე ჯავახიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი გამოცემების დაბეჭდვა (2015 წლის 1 ოქტომბრამდე).
8. დაევალოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს უცხოელი სტუმრების მიღებისა და გაცილების ორგანიზების უზრუნველყოფა.
9. დაევალოს უნივერსიტეტის მუზეუმს ალექსანდრე ჯავახიშვილის წიგნების, ფოტოების, რუკების, ხელნაწერების, დოკუმენტებისა და სხვა ექსპონატების გამოფენის ორგანიზება.
10. დაევალოს თსუ საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორს მარიამ ლომოურს მოსწავლე–ახალგაზრდობის ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება.
11. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს საიტის შექმნა და უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინფორმაციების განთავსება.
12. დაევალოს უნივერსიტეტის ჯგუფ "მემატიანეს" ხელმძღვანელს ალექსანდრე უნაფქოშვილს დოკუმენტური ფილმის მონტაჟი ალექსანდრე ჯავახიშვილზე (2015 წლის 1 ოქტომბრამდე).
13. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
14. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
15. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი                            ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება