2019-01-29
ბრძანება №:21/01-01

„ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ “ რექტორის 2018 წლის პირველი ნოემბრის N270/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ “ რექტორის  2018  წლის პირველი ნოემბრის N270/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 2019 წლის 22 იანვრის N859/28  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება  „სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა    და    ბიზნესის    ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ “ რექტორის  2018  წლის პირველი ნოემბრის N270/01-01  ბრძანების    მე-3 პუნქტში  და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკურსი   გამოცხადდეს   2018   წლის   პირველ   ნოემბერს.   საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 3 დეკემბრიდან
2018 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2019 წლის 13 თებერვლისა“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ რედაქცია, შიდა აუდიტის სამსახური, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი).
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



  რექტორი                            გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება