ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა", "ა-1" და "ა-2" კატეგორიის აკადემიური პერსონალის შრომითი ხელშეკრულების პირობების დაზუსტების შესახებ (ბრძანება №10/01-03)
25.02.2009 წ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა", "ა-1" და "ა-2" კატეგორიის აკადემიური პერსონალის შრომითი ხელშეკრულების პირობების დაზუსტების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
დაზუსტდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა", "ა-1" და "ა-2"კატეგორიის აკადემიური პერსონალის შრომითი ხელშეკრულების პირობები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობასთან დაკავშირებით და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დასაქმებული შრომით სამართლებრივ ურთიერთობას ახორციელებს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (გარდა უნივერსიტეტის მიერ ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ნებადართულია არასაუნივერსიტეტო სამეცნიერო პროექტებსა და გრანტებში მონაწილეობა; -
დაევალოს კანცელარიას უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისათვის;
-
ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
-
კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
-
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი : "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2009 წლის 29 იანვრის # 15/02-01 ბრძანება. თსუ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის #166; 167; 168; 169; 170 დადგენილებები.
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა