2010-12-22
ბრძანება №:123/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2011 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 14 დეკემბრის №119/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2011 სასწავლო წლის  სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 14 დეკემბრის №119/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57–ე მუხლისა და 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე–2  პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება რექტორის 2010 წლის 14 დეკემბრის №119/01-01  ბრძანების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სასესიო, სააუდიტორიო და არდადეგების პერიოდი განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) ბაკალავრიატი/პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა:

ა.ა) სააუდიტორიო მეცადინეობები – 20 სექტემბერი – 31 დეკემბერი;
ა.ბ) სასესიო პერიოდი 10 იანვარი – 1 თებერვალი (ძირითადი გამოცდები),
                     7 თებერვალი – 12 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ა.გ) არდადეგები – 1 იანვარი – 9 იანვარი, 13 თებერვალი – 27თებერვალი.

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა:

ბ.ა) სააუდიტორიო მეცადინეობები  – 4 ოქტომბერი – 22 იანვარი;
ბ.ბ) სასესიო პერიოდი – 24 იანვარი – 5 თებერვალი (ძირითადი გამოცდები),
                      7 თებერვალი – 15 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.გ) არდადეგები – 1 იანვარი – 9 იანვარი, 16 თებერვალი – 27თებერვალი.

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამა:

გ.ა) სააუდიტორიო მეცადინეობები 4 ოქტომბერი – 22 იანვარი;
გ.ბ) სასესიო პერიოდი 24 იანვარი – 5 თებერვალი (ძირითადი გამოცდები),
                      7 თებერვალი – 15 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
გ.გ) არდადეგები 1 იანვარი – 9 იანვარი, 16 თებერვალი – 27თებერვალი.“

2.    ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.







რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                   ა. კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება