2015-05-06
ბრძანება №:501/02-04
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2015 წლის პირველი მარტიდან - 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2015 წლის პირველი მარტიდან - 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას 2015 წლის 17 აპრილის №57/01-01 ბრძანების, და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილის ე. ლეკაშვილის 2015წლის 27 აპრილის #14400/02 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 2015 წლის 28 აპრილის №14588/02 დასკვნის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2015 წლის პირველი მარტიდან - 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი №1 – ის მიხედვით.
2.
დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 5550 ლარი, უნივერსიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
5.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დ. ჩომახიძე