2015-04-28
ბრძანება №:63/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო“-ს დაწესებისა და მისი მინიჭების წესის თაობაზე
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო“-ს დაწესებისა და მისი მინიჭების წესის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ემუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 27 მარტის №11711/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (შემდგომში ,,უნივერსიტეტი“) და კამოეშის ინსტიტუტის (პორტუგალია) ,,პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო“ ითვალისწინებს უნივერსიტეტში სტუდენტის დაჯილდოვებას ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით შერჩევის საფუძველზე.
2. ,,პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო“-ზე შერჩევა (შემდგომში - კონკურსი) ხორციელდება პორტუგალიური ენის ცენტრის შესარჩევი კომიტეტის მიერ რომლის შემადგენლობაში შედიან:
ა) პორტუგალიური ენის ცენტრის დირექტორი;
ბ) პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორი.
3. შესარჩევი კომიტეტი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოდან საქართველოში წარმომადგენლის კომიტეტის წევრად მოწვევის თაობაზე.
4. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ სტუდენტებს რომლებსაც:
ა) უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოპოვებული აქვთ პორტუგალიური ენის (შეთავაზებულია ესპანური ენის დეპარტამენტის მიერ) 5 კრედიტი.
ბ) პორტუგალიური ენის ღია კურსებიდან, რომელიც შეიქმნა უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების ცენტრთან პარტნიორობის ფარგლებში.
გ) პორტუგალიური ენის თავისუფალი კურსებიდან, რომელსაც სთავაზობს პორტუგალიური ენის ცენტრი.
5. კონკურსში მონაწილეობის უფლების მისაღებად დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ყოველი აკადემიური წლის პირველი ივნისისა პორტუგალიური ენის ცენტრში უნდა წარადგინონ სამოტივაციო წერილი ცენტრის დირექტორის სახელზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vera.peixoto@tsu.ge
6. კანდიდატი სტუდენტების აკადემიური შედეგებისა და მათი დისციპლინის მიმართ არსებულ ინტერესის გათვალისწინებით შეირჩევა არაუმეტეს 3 სტუდენტი, რომლებიც გასაუბრებას გადიან საკონკურსო კომიტეტთან.
7. კონკურსის გამარჯვებული ვლინდება საკონკურსო კომიტეტის მიერ, რომელსაც ლისაბონში პორტუგალიური ენის შესასწავლი საზაფხულო სკოლისათვის კამოეშის ინსტიტუტის მიერ ჯილდოს სახით გადაეცემა სტიპენდია 500 ევროს ოდენობთ, ხოლო უნივერსიტეტის მიერ თბილისიდან ლისაბონში და ლისაბონიდან თბილისში გამგზავრებისთვის თვითმფრინავის ბილეთი.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა