2019-07-18
ბრძანება №:910/02-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის  23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის  ,,ზ’’  ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სან დიეგოს უნივერისტეტი-საქართველოს დეკანის ჰალილ გიუვენის და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის ვაჟა ტრაპაიძის  2019 წლის 9 ივლისის  N13141/28 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, 2019-2020 სასწავლო წლის ერთი სემესტრის განმავლობაში, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის    სან    დიეგოს    სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების   სტუდენტებს შემდეგი თანაფარდობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით):
ა) ზაზა მანაგაძეს  –2500 აშშ დოლარის ექვივალენტი 7128.25 ლარი;
ბ) მიხეილ ჩარგაზიას  – 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი 7128.25 ლარი; 
გ) დემეტრე საღლიანს  – 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი 7128.25 ლარი;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს   ერთჯერადად 7500 აშშ დოლარის ექვივალენტი 21384.75 ლარი უნივერსიტეტის ანგარიშზე სან დიეგოს უნივერსიტეტიდან ამ მიზნისათვის გადმორიცხული თანხებიდან (სავალუტო გაცვლითი კურსით ერთი აშშ დოლარი 2.8513 ლარი);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4 . წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს     და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, შიდა აუდიტის სამსახური).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი           ნუნუ ოვსიანიკოვა 

« უკან დაბრუნება