2016-06-30
ბრძანება №:112/01-01
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზაარლანდისა (გერმანია) და ნანტის უნივერსიტეტების (საფრანგეთი) ერთობლივ საზაფხულო უნივერსიტეტში ა/წ 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით მონაწილეობისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზაარლანდისა (გერმანია) და ნანტის უნივერსიტეტების (საფრანგეთი) ერთობლივ საზაფხულო უნივერსიტეტში ა/წ 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით მონაწილეობისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ-ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (21512/02 28.06.16) საფუძველზე
ვბრძანებ:
1.
ჩატარდეს კონკურსი თსუ-ს, ზაარლანდისა (გერმანია) და ნანტის უნივერსიტეტების (საფრანგეთი) ერთობლივ საზაფხულო უნივერსიტეტში მონაწილეობისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.
კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის პირველ ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ოთახი #204 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #3).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კოლა გაბრიელი (საფრანგეთის საელჩოს ატაშე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ეკატერინე მეგრელიშვილი (თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი, კომისიის წევრი);
გ) მარიო შიუტცე (თსუ-სა და კიოლნის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი, კომისიის წევრი);
დ) კრისტიან რიჰტერი (თსუ ბოშის ფონდის ლექტორი, კომისიის წევრი).
4.
დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – ირინა გამყრელიძე.
5.
დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1); კონკურსანტთა გასაუბრების განრიგი (დანართი №2).
6.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე