2018-12-03
ბრძანება №:1240/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 22 ნოემბრის №175/18 ბრძანების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის №24750/27, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის №24795/31-01, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის №24827/29 და ქუთაისის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის №24771/10 წერილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
ჩაირიცხონ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული სტუდენტები თანდართული სიის შესაბამისად:
1.1.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი“ V საფეხური (დანართი №1)
1.2.
„ტუროპერატორი” V საფეხური (დანართი №2)
1.3.
„საბაჟო საქმე“ V საფეხური (დანართი №3)
1.4.
„შემფასებელი“ V საფეხური (დანართი №4)
1.5.
„საოფისე საქმე“ IV საფეხური (დანართი №5)
1.6.
„სატრანსპორტო გადაზიდვების ლოჯისტიკა“ IV საფეხური (დანართი №6)
1.7.
„ბაგა-ბაღის აღმზრდელი-პედაგოგი“ V საფეხური (დანართი №7)
1.8.
„ბიბლიოთეკარი“ IV საფეხური (დანართი №8)
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.
დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი
გიორგი შარვაშიძე