2013-12-13
ბრძანება №:845/02-04

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტების 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 10 დეკემბრის №832/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ქვეპუნქტების,   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის  21 მარტის №47/01-01 და 2013 წლის 25 სექტემბრის №112/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის 13.12.2013წ. №38736/02 დასკვნის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ი.ბურდულის 12.12.2013წ. №38555/02 წარდგინების საფუძველზე,                              
                               ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 10 დეკემბრის №832/02-04 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1.მაგისტრატურაში მისაღები დადებითი (რანჟირებული) ქულების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დაფინანსდნენ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, იურიდიული ფაკულტეტის შემდეგი მაგისტრანტები:

სამართლის სამაგისტრო პროგრამა ( I სემესტრი)
1. გიგოლაშვილი ნუნუ  –1406,25 ლარი
2. ჩუთლაშვილი ქეთი –1406,25 ლარი
3. პაპიძე ირინე  –1406,25 ლარი
4. ლოხიშვილი ირმა –1406,25 ლარი
5. წაქაძე გიორგი –356,40 ლარი
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა ( I სემესტრი)
1. ნაკაშიძე ანა –1406,25 ლარი
2. ძამუკაშვილი ვალერი –302.72 ლარი
 საერთო სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ ( I სემესტრი)

1. მამუკელაშვილი ანა –427.24 ლარი 
2. სუთიძე ნინო -  427.24 ლარი”

2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                                 დ. ჩომახიძე    

« უკან დაბრუნება