2014-09-04
ბრძანება №:143/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურებზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის N152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვსიტოს ,,2014 წლის შემოდგომის პროფესიულ ტესტირებაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის რეგისტრაციის ვადის განსაზღვრის თაობაზე,, №946 ბრძანების პირველი პუნქტისა და 2014 წლის 22 აგვისტოს ,,2014 წლის შემოდგომის პროფესიულ ტესტირებაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის რეგისტრაციის ვადის განსაზღვრის თაობაზე,, №947 ბრძანების პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მ/შ-ის 2014 წლის 22 აგვისტოს MES 5 14 00598469 (კანც. რეგისტრაციის №26094/02, 29.08.14)Dდა MES 6 14 00598479 (კანც. რეგისტრაციის №26091/02, 29.08.14) წერილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა მიღებისთვის ადგილები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) კინო-ტელე რეჟისორი (IV საფეხური) – 2 ადგილი
ბ) ტანსაცმლის დიზაინი (IV საფეხური) – 2 ადგილი
გ) მასაჟისტი (III საფეხური) – 2 ადგილი
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა მიღებისთვის ადგილები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) კინო-ტელე რეჟისორი (V საფეხური) – 2 ადგილი
ბ) კბილის სატექნიკო საქმე (IV საფეხური) – 3 ადგილი
გ) სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი (IV საფეხური) – 9 ადგილი
დ) სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი (V საფეხური) – 8 ადგილი
ე) ტურიზმის მენეჯმენტი (IV საფეხური) – 6 ადგილი
ვ) ტურიზმის მენეჯმენეტი (V საფეხური) – 6 ადგილი
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რექტორის მოადგილე
მარინე ჩიტაშვილი