2020-05-27
ბრძანება №:85/02-01
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ფსიქოლოგია ადამიანური რესურსების მენეჯმენტში“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ფსიქოლოგია ადამიანური რესურსების მენეჯმენტში“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ფსიქოლოგია ადამიანური რესურსების მენეჯმენტში“ დამტკიცების შესახებ რექტორის 2020 წლის 21 მაისის N90/01-01 ბრძანების და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2020 წლის 25 მაისის N6581/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ფსიქოლოგია ადამიანური რესურსების მენეჯმენტში“ ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 28 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 450 ლარის ოდენობით; კორპორატიული შეკვეთის შემთხვევაში კურსის ღირებულება განისაზღვროს ხელშეკრულების საფუძველზე;
2. ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი - 100 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
« უკან დაბრუნება