2014-04-17
ბრძანება №:56/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის, უნივერსიტეტის დამაარსებლების იოსებ ყიფშიძის, აკაკი შანიძისა და ექვთიმე თაყაიშვილის, აგრეთვე ცნობილი ქართველი არქიტექტორის, საზოგადო მოღვაწის, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის (დღევანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის) ხუროთმოძღვრის სვიმონ კლდიაშვილის ბიუსტების განთავსების უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილის, მე-6 ნაწილის, მე-7 ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის N187 დადგენილების,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცმიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2014 წლის 04 მარტის N7698/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის, უნივერსიტეტის დამაარსებლების იოსებ ყიფშიძის, აკაკი შანიძისა და ექვთიმე თაყაიშვილის, აგრეთვე ცნობილი ქართველი არქიტექტორის, საზოგადო მოღვაწის, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის (დღევანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის) ხუროთმოძღვრის სვიმონ კლდიაშვილის ბიუსტების განთავსების უზრუნველსაყოფად შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზურაბ გაიპარაშვილი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ტალახაძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლეო ჩიქავა - კომისიის წევრი;
დ) მარიამ ლორთქიფანიძე - კომისიის წევრი;
ე) ნუგზარ ალექსიძე - კომისიის წევრი; 
ვ)  მზექალა შანიძე - კომისიის წევრი;
ზ) თამაზ გამყრელიძე - კომისიის წევრი;
თ) ოთარ ჯაფარიძე - კომისიის წევრი;
ი) შოთა ცხოვრებაშვილი - კომისიის წევრი;
კ) შოთა ქისტაური - კომისიის წევრი;
ლ) გიორგი გოგოლაშვილი - კომისიის წევრი;
მ) ჯემალ მებონია - კომისიის წევრი;
ნ) თეიმურაზ გვიმრაძე - კომისიის წევრი.

2. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ინგა მერკვილიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ბ) ლელა კოპალეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
გ) ვალერიან მიღდისელი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი  სპეციალისტი; 
დ) გიორგი მაღლაფერიძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ე) დავით გაბრიაძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ვ) დინარა ტიკარაძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 
ზ) ბექა ბერაძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
თ) ლია ბაყაშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ი) მაკა ქორჩაშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების უფროსი  სპეციალისტი;
კ) ჯაბა ციციშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების უფროსი  სპეციალისტი.

3. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სატენდერო კომისიის სხდომის თავჯდომარეობისა და შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.

4. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან კოორდინატორის ფუნქცია  დაეკისროს საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარ სპეციალისტს – ინგა მერკვილიშვილს.


5. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიას დაევალოს კონკურსის ჩატარების კალენდარული გეგმის შემუშავება, წარმოდგენილი წინადადებების განხილვა, საკონკურსო პროექტების გამოფენა, გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და მათ განსათავსებლად შესაბამისი ელექტრონული ტენდერის გამოცხადების უზრუნველყოფა, მათ შორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის N46/02-01 ბრძანებით შექმნილი „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წლის თებერვალში დაღუპული სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსების უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის“ მიერ შემუშავებული წინადადებების გათვალისწინებით.

6. დაევალოს საკონკურსო კომისიის აპარატს საკონკურსო განცხადებების ტექსტისა და შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კომისიისათვის წარდგენა.

7. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

8. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;

9. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის  განთავსების უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ”   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 17 ივნისის N66/02-01 ბრძანება.

10. ბრძანების დაინტერესებული პირებისათის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

11. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                         დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება