2009-04-21
ბრძანება №:41 / 01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული თსუ-ს წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის (განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების პროგრამით) კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
    ა. აკადემიური მოსწრება;
    ბ. სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
    გ. სამეცნიერო კონფერენციებში (გამოფენებში, იმიტირებულ პროცესებში და ა.შ) მონაწილეობა;

    2. კანდიდატთა შეფასება განხორციელდეს 100 ქულიანი სისტემით:
    ა. აკადემიური მოსწრება შეფასდეს 80 ქულით, რომელიც გამოითვლება წინა სემესტრში პროგრამით გათვალისწინებული საგნების (არანაკლებ 30 კრედიტი) ჩაბარების და თითოეულ საგანში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის ნახევრის გამოთვლით.
    ბ. სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება შეფასდეს მაქსიმუმ 10 ქულით (მიიღება 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გამოქვეყნებული ნაშრომები). 
    გ. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა შეფასდეს მაქსიმუმ 10 ქულით (ჩაითვლება 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩატარებული კონფერენციები).

  2. დაევალოს საერთო განყოფილებას  უზრნველყოს ბრძანების დაგზავნა შესაბამისი ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

    საფუძველი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება #163 24.03.2009; თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2009 წლის 14 აპრილის #57/02-01  ბრძანების შესაბამისად თსუ ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისების ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი ერთიანი საუნივერსიტეტო კომისიის  16.04.2009 წლის სხდომის ოქმი #1           

                       .

    რექტორი, პროფესორი 
                                                      გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება